დილის უმადობა და საუზმის მნიშვნელობა.

ძალიან კარგია, როდესაც დილით გაღვიძებიდან მალე მადა გიძლიერდებათ და საუზმე გინდებათ. ეს იმის მაუწყებელია რომ თქვენი კუჭნაწლავის სისტემა აქტიურია და დილიდან კარგად გამოგეყოფათ ნაღვლის წვენი.

ცუდია, როდესაც დილიდან მადა დაქვეითებული გაქვთ და საუზმის მირთმევა არ გინდებათ. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი კუჭნაწლავის სისტემაში მიმდინარე პროცესები შენელებულია და ნაღვლის წვენის გამოყოფაც შესუსტებულია.

დილიდან შუადღის სადილამდე უმადობა ხშირად იმის ნიშანია, რომ შეგუბებული გაქვთ ნაღვლის წვენი ან კუჭის წვენში მარილმჟავას ნაკლებობა გაქვთ.

გაღვიძების შემდეგ  მადა ყოველთვის იმათ უქვეითდებათ, ვინც დგება დილით 9 საათზე  ან უფრო გვიან. ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის ცირკადული რითმი. დილით გვიან გაღვიძებას თუ სისტემატიური ხასიათი აქვს მთლიანად ნელდება კუჭნაწლავის სისტემის ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა უარესდება ნაღვლის წვენის გამოყოფის სისტემის ფუნქციონირება.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გაღვიძების შემდეგ  ჭამა არ გინდათ? ეცადეთ მაქსიმალურად გამოაღვიძოთ თქვენი მადა. ასეთ შემთხვევაში თქვენ მაშველად შეიძლება მოგევლინოთ თბილი მინერალური ან ლიმნიანი წყალი. ზ.ა. საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაცია ძალიან სახიფათოა მათთვის ვისაც აქვს გასტრიტი ან პანკრეატიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაცია შესაძლებელია დილის გამამხნევებელი და მუცლის ვაკუუმის ვარჯიშით.

თუ რეგულარულად დილით ადრე გაიღვიძებთ და სტიმულაციას გაუკეთებთ თქვენს კუჭნაწლავს, თანდათანოიბით თქვენ მადა აღგეძვრებათ უფრო ადრე. შესაბამისად თქვენი მეტაბოლური პროცესები გააქტიურდება და ნაკლებად გექნებათ საღამოს გვიან შიმშილის გრძნობა და ჭამის სურვილი.

სისტემატიურად  გვიანი ვახშამი არასოდეს მისცემს თქვენს კუჭნაწლავის სისტემას საშუალებას დილიდან თავის დროზე და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

რაციონის იდეალური პროპორციებია: საშუალო სიმძიმის(ნაყროვანების) საუზმე, ნოყიერი სადილი და მსუბუქი ვახშამი. საუზმესა და სადილს შორის ან სადილსა და ვახშამს შორის მსუბუქი ხემსი.

საუზმე არის  მთელი დღის ფუნდამენტი. არასოდეს გამოტოვოთ ის. ვინც არ საუზმობს იმას საღამოს გვიან ყოველთვის უძლიერდება შიმშილის გრძნობა.

საინტერესოა დილით რომელ საათზე იღვიძებთ, როგორი მადა გაქვთ და რამდენ ხანში გინდებათ საუზმე? რამდენად ნოყიერად საუზმობთ და რომელ საათზე გაქვთ ვახშამი?

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

Facebook Comments