ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი

ჭარბი წონა და სიმსუქნე არის  ქრონიკული მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევეს ნივთიერებათა ცვლის, მათ შორის ნახშირწყლოვანი  და ლიპიდური ცვლის დარღვევას, ჰორმონალური დისბალანსის განვითარებას, რასაც მივყავართ სხვადასხვა სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებამდე: გულსისხლძარღვთა, ნერვიული, კუჭნაწლავის, ენდოკრინული, ძვალსახსროვანი სისტემების პრობლემებამდე , რაც თავის მხრივ აზიანებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

არასწორი კვებითი ჩვევებიდან და არასწორი რაციონიდან ადამიანებს ექმნებათ  ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემა, რომელიც  უმრავლეს შემთხვევაში გულისხმობს მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას. თუ დროზე არ მოიხსნით  ინსულინრეზისტენტობას შემდგომ უკვე შესაძლებველია ჩამოყალიბდეს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.  ინსულინრეზისტენტობა უმეტესად დაკავშირებულია არასწორ კვებით ჩვევებთან, საკვების ჭარბად მიღებისა და ცხოვრების არააქტიური წესთან. ასეთ დროს ორგანიზმში პირველ რიგში იწყება ვისცელარული ცხიმის ჩამოყალიბება, შესაბამისად  მუცლის და წელის გარშემოწერილობა იზრდება. შემდეგ ეტაპზე ხდება კანქვეშა ცხიმის ჩალაგება სხვადსხვა პრობლემუ ზონებზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ინდივიდუალურია გენეტიკიდან გამომდინარე.

ჭარბი წონა არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, არამედ პირაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. ხშირად  ჭარბწონიანი ადამიანებს არანაირი ჩივილი არ აქვთ, ისინი თავს გრძნობენ კარგად, მაგრამ როდესაც ჩავეკითხებით, გარკვეულ კითხვებს დავუსვამთ სხვადასხვა სიმპტომატიკასთან დაკავშირებით, აღმოჩნდება რომ თურმე გარკვეული სიმპტომები აქვთ, მაგრამ ისინი ამას არ უკავშირებენ ჭარბ წონას და მეტაბოლურ სინდრომს.

მეტაბოლური სინდრომის დროს მუცლის და წელის გარშერმოწერილობის ზრდა  პირდაპირ კავშირშია გულსისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებასთან. ადამიანს შეიძლება სხეულის მასის ინდექსი ნორმალური ქონდეს, მაგრამ ამავდროულად მუცლის და წელის  გარშემოწერილობა იყოს ნორმაზე მეტი.

რა არის ნორმა წელის გარშემოწერილობისა. სხვადასხვა ქვეყნებში ეს სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ქართველი ქალებისთვის წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს  80-85-88 სანტიმეტრს,  ხოლო მამაკაცებში 90-95-102  სანტიმეტრს. თუ წელის გარშემოწერილობა ამ მონაცემებს აღემატება ეს იმას ნიშნავს რომ ვისცელარული ცხიმი (მუცლის ცხიმი) ჭარბად არის და ამას სჭირდება დარეგულირება.

ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანი  ადამიანები არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი ციფრების მატარებლები არიან. ისინი ამას ვერ გრძნობენ და არ აწუხებთ. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარეობს ფუნქციური დარღვევები და ეს საჭიროებს გარკვეულ  ყურადრებას  და  შესაბამის მკურნალობას.

მეტაბოლური სინდრომის დროს ხშირად ორგანიზმში დარღვეულია ლიპიდური ცვლა. ცუდი ქოლესტერინის მონაცემები თუ აღემატება ნორმას, აუცილებლად უნდა დავისტაბილუროთ ზ.ა. კვების რეჟიმის გამოსწორებით, ფიზიკური აქტივობით და თუ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობით.

მეტაბოლურ სინდრომს და ინსულინრეზისტენტობას აქვს სხვადასხვა სიმპტომები:

დაღლილობა  და ხშირად მოთენთილობის შეგრძნება.

ენერგიის ნაკლებობა.

უხასიათობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

კვების შემდეგ მოთენთილობა და ძილიანობის მოგვრა.

ტკბილის მიმართ ლტოლვის გაძლიერება.

მუდმივად  შიმშილის გრძნობა.

საღამოს შიმშილის გაძლიერება.

კანის შიმშრალე, გამონაყარი კანზე, თმების და ფრჩხილების მტვრევა.

გაურკვევლობის გრძნობა, მოქმედების და აზროვნების შეზღუდვა.

ყველაფერზე სიბრაზის გამოხატვა და მუდმივად განაწყენებული ყოფნა.

კუჭნაწლავის პრობლემები, განსაკუთრებით ნაწლავების ხშირი შებერილობა.

თითქოს  არაფერს ცვლით  კვებაში, მაგრამ წონას მუდმივად  იმატებთ.

როგორ დავამარცხოთ მეტაბოლური სინდრომი?

მეტაბოლური სინდრომის  და ზ.ა. სიმპტომატიკის  დასამარცხებლად პირველ ეტაპად აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას სწორი დაბალანსირებული კვება. ასეთი კვება უნდა შედგებოდეს ყველა კომპონენტისაგან რაც კი ბუნებაში არსებობს : ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკრო ელემენტები  და ვიტამინები. არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი რაც მნიშვნელოვანია სწორი კვების პრინციპების დროს.

როცა საუბარია მეტაბოლურ სინდრომზე და სიმსუქნეზე უპირველეს ყოვლისა რაციონში უნდა შევზღუდოთ ნახშირწყლები, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ორგანიზმში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება.

ჯანმრთელი ადამიანის სწორი კვების რაციონში უნდა იყოს ასეთი თანაფარდობა:  30% ნახშირწყლები, 30% ცხიმები, 40% ცილები.

მეტაბოლური სინდრომის და სიმსუქნის დროს ზ.ა. ციფრები განისაზღვრება შემდეგნაირად: 20% ნახშირწყლები, 20% ცხიმები და 60% ცილები.

ცილები არსებობს ცხოველური და მცენარეული.  მნიშვნელოვანია რაციონში ორივე სახის ცილა ჩავრთოთ. მცენარეულ ცილოვან კომპონენტებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს: მარცვლეული(ბურღულეული), ბოსტნეული, პარკოსნები.

ცხოველური ცილებიდან მნიშვნელოვანია  მჭლე ხორცი(ფრინველი, საქონელი, ინდაური, კურდღელი), კვერცხი, თევზი და რძის პროდუქტები რომლებიც გარდა ცილებისა შეიცავს ბევრ მიკრო-მაკრო ელემენტს და ვიტამინს.

მარცვლეულის(წიწიბურა, ამარანტი, ქინოა, მუქი ბრინჯი) და რძის პროდუქტის(მაწონი, კეფირი) მიღების დროს წესრიგდება ნაწლავების მიკროფლორა, რადგან ორგანიზმი ღებულობს მცენარეულ ბოჭკოს, ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიებს.

ყოველ ძირითად კვებაზე მნიშვნელოვანია რაციონში გქონდეთ ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანე ფერის ბოსტნეული, სალათის ფურცლები და მწვანილეულობა.

სეზონური ხილი მიირთვით ზომიერად დღის პირველ ნახევარში. მეტაბოლურ სინდრომის დროს ყველაზე კარგია კენკროვანი ხილი.

კარგია ზომიერად თხილეულობის მიღება (ნუში, ნიგოზი, გოგრის თესლი, ჩიას მარცვალი)

რაციონში აუცილებელია ჩართოთ როგორც ცხოველური(ერბო,ნაღების კარაქი) ცხიმი, ასევე მცენარეული ცხიმი( ზეითუნის არარაფინირებული ზეთი).

ცხიმისწვის პროცესში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ნებისმიერი ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი, იმის გამო რომ ის არასწორად იკვებება, ხშირად მიირთმევს შაქრის შემცველ პროდუქტებს, შესაბამისად აქვს მეტაბოლური სინდრომი, განიცდის  ჟანგბადის ნაკლებობას.  წონის კლების პროცესში რაციონში თუ ჩართავთ  ცხოველურ ცხიმს – ერბოს (გადამდნარი კარაქი), გაგიძლიერდებათ სასუნთქი აპარატი, კერძოდ ბრონხებში გამომუშავებული სულქფანტანტები, ორგანიზმი აივსება ჟანგბადით. თქვენი  ორგანოები უკეთესად დაიწყებენ ფუნქციონირებას,  შესაბამისად დაიწყება ცხიმის წვის პროცესი და დაიკლებთ წონაში.

მეტაბოლურ სინდრომთან საბრძოლველად, სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი ფიზიკური აქტიურობის ჩართვა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც არეგულირებს ნერვიული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ჰორმონალური ფონის დაბალანსირებას. ეს სამი კომპონენტი : სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმი უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების წესი. საბოლოო ჯამში ეს ყოველივე მოქმედებს ორგანიზმში მეტაბოლური პროცერსების და ნივთიერებათა ცვლის გამართულობაზე.

ცნობილია რომ რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ოსტეოპოროზის,  სარძევე ჯირკვლის კიბოს, სიმსუქნის, ხანდაზმულებში დაცემისა და ფსიქიკური დაავადებების რისკს.

რთულია ცხოვრების სტილის შეცვლა, კომფორტის ზონის გარღვევა. მაგრამ თუ გინდათ რომ იყოთ ჯანმრთელები და მოხდენილები, უნდა გააზრებულად შეცვალოთ ცხოვრების რეჟიმი  ყველა ზ.ა. ფაქტორის გათვალისწინებით. უნდა დაისახოთ  მიზნი  და დაიწყოთ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა.  ყოველივე ზ.ა.  მოითხოვს ნებისყოფას, ახალი ჩვევების გამომუშავებას და დისციპლინას, რომელიც არ მიიღწევა ერთ და ორ დღეში. ამას სჭირდება 21 დღე, რომ ძველი ჩვევები შეცვალოთ ახლით.  თუ ეს პროცესები  იძულებითია და თქვენ უარყოფით ემოციებში ხართ  ე.ი. არასწორი მიმართულებით  მიდიხართ  და სასურველ შედეგსაც ვერ მიიღებთ.

წონის კლების კულტურა ჯერ უნდა გამოიმუშაოთ, სასიამოვნო გახადოთ ეს ყოველივე და მერე დაიწყოთ წონაში კლება. თქვენი ფიქრები განსაზღვრავენ  თქვენს შინაგან და გარეგნულ მდგომარეობას, შესაბამისად განსაზღვრავენ წონის კლების პროცესაც.

მეტაბოლური სინდრომის დამარცხება , პირველ რიგში არის ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების პრევენცია-პროფილაქტიკა.

გაქვთ თუ არა ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომის სიმპტომატიკა? გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ ჭარბი წონა თქვენი ჯანმთელობის პრობლემაა?ცდილობთ თუ არა გაარღვიოთ თქვენი კომფორტის ზონა და დაამარცხოთ მეტაბოლური სინდრომი?

ავტ. Irina Gonashvili – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

Facebook Comments