როგორ დავწიოთ ქოლესტერინი სისხლში.

ქოლესტერინის დასაწევად ექიმები გვირჩევენ უცხიმო დიეტას, ხორცის შემცირებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი დიეტა არ მუშაობს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ჯდებიან უცხიმო დიეტაზე, ჭამენ ნაკლებ ხორცს და ქოლესტერინი დაბლა დაწევის ნაცვლად ზევით იწევს და ხდება პირიქითაც, როცა იწყებენ ხორცის ჭამას, ცხიმიანი საკვების მიღებას და ქოლესტერინი იკლებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი თავად არეგულირებს ქოლესტერინის დონეს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით ჭირდება მას ქოლესტერინი.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ რეალურად დავწიოთ ქოლესტერინი:

1. პირველ რიგში, თუ იღებთ რაიმე პრეპარატებს წაიკითხეთ მათი ანოტაცია, იმიტომ რომ ბევრი წამალი (მაგ. წნევის, ჰორმონალური და ა. შ.) უმატებს ქოლესტერინს სისხლში და რაც არ უნდა გააკეთოთ ქოლესტერინი მაინც იქნება მაღალი. ეცადეთ ასეთი წამლები შეცვალოთ სხვა წამლებით.

2. უფრო ხშირად იყავით მზეზე, იმიტომ რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით ქოლესტერინისგან სინთეზირდება ვიტამინი D, ჩვენ ერთდროულად ვამცირებთ ქოლესტერინის დონეს და ნორმაში მოგვყავს ვიტამინი D.

3. არ დაგვავიწყდეს წყლის დალევა, დღეში მინიმუმ 1.5-2 ლიტრი, წყალს გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი ორგანიზმიდან.

4. ჭამეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პექტინს. ეს არის ვაშლი, ციტრუსები, ჭარხალი, დიდი რაოდენობით მწვანილი, ქატო და სხვ. პექტინის შემცველი პროდუქტები ასუფთევებენ სისხლძარღვებს ზედმეტი ქოლესტერინისგან. 

5. ასევე გამოიყენეთ პრეპარატები, რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და ქოლესტერინი, მაგ. აქტივირებული ნახშირი, ან მსგავსი უფრო თანამედროვე პრეპარატები. მიღების წესი 3-4 დღე მიღება, 2 კვირა შესვენება და ასე 2-3 თვის განმავლობაში.

6. შეამცირეთ სწრაფი კვების პროდუქტები. ესენია ფასფუდი და ხორცის ნახევარფაბრიკატები.

7. გამოიყენეთ წურბელებით მკურნალობა, ეს ასუფთავებს სისხლს და ამცირებს ქოლესტერინს.

8. შეამცირეთ, ან საერთოდ თავი დაანებეთ სიგარეტის მოწევას.

ასევე შეამცირეთ ყავის გამოყენება 1-2 ფინჯანამდე. მეცნიერულად დადგენილია, რომ სიგარეტის კვამლი და ყავის ხშირი გამოყენება ზრდის ქოლესტერინის დონეს, თანაც ვერ დადგინდა, ყავის შემთხვევაში კოფეინი რა როლს თამაშობს, უკოფეინო ყავაზეც იგივე შედეგია.

9. ქოლესტერინის დასაწევად კარგია ფიზიკური დატვირთვები. ფიზიკური დატვირთვები გარდა იმისა, რომ ცხიმს იყენებს როგორც ენერგიის წყაროს, ასევე აწარმოებს უამრავ ჰორმონს, რომლებიც წარმოიქმნება ქოლესტერინისგან. ამიტომ, რაც უფრო მეტს ვვარჯიშობთ, მით მეტი ცუდი ქოლესტერინი იხარჯება ჰორმონების შექმნაზე.

10. ბოლო რჩევა – ჩაიტარეთ გამოკვლევა, იმიტომ რომ ზოგიერთი დაავადება იწვევს ქოლესტერინის მომატებას, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, თირკმელების და ღვიძლის დაავადებები.

როგორ ავწიოთ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები სისხლში.

როცა ჩვენ ვაბარებთ ანალიზს ქოლესტერინზე, ეს არის ჯამი მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და მათი თანაფარდობა ერთმანეთთან იქნება იმის მაჩვენებელი, ქოლესტერინი ჩვენთვის მავნეა, თუ სასარგებლო.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ცუდი ქოლესტერინის) დანიშნულებაა ქოლესტერინის გადატანა ღვიძლიდან სხვადასხვა ადგილებში. როდესაც გროვდება ზედმეტი ქოლესტერინი, საჭიროა მათი მოშორება, რისთვისაც არსებობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (კარგი ქოლესტერინი), სწორედ მათ მოაქვთ არამოთხოვნადი ქოლესტერინი პერიფერიებიდან უკან ღვიძლში და ქოლესტერინს შეუძლია მოხვდეს ნაღველში. ამიტომ ცუდია არა მაღალი ქოლესტერინი, არამედ ცუდი თანაფარდობა მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის. მაშინაც კი, თუ ანალიზებში გაქვთ დაბალი ქოლესტერინი, მაგრამ დსლ მეტია, ვიდრე მსლ, ეს მაინც ცუდია, უნდა ვეცადოთ, რომ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები იყოს მეტი.

ცუდ ქოლესტერინთან ბრძოლაში პირველ ადგილზეა ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება. თუ ადამიანს კვების რაციონში აქვს მცირე რაოდენობის ცილა და არ ვარჯიშობს, აქვს მცირე კუნთური მასაც, ამავე დროს მას შეიძლება ქონდეს ცხიმის საკმაოდ დიდი შემცველობა. ეს არის ნაჯერი ცხიმები, რომლისგანაც ჩვენი სხეული მშვენივრად შექმნის ქოლესტერინს. თუ ჩვენ არ მივიღებთ საკმარისი რაოდენობით ცილებს, მაშინ გვექნება მაღალი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ხოლო თუ ვიღებთ საკმარის ცილას, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები იქნება სქელკედლიანები და მასში იქნება ცოტა ქოლესტერინი, ის ზომითაც გაცილებით პატარაა, ვიდრე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. თუ ჩვენ მივიღებთ ზედმეტი რაოდენობის ცილას, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ანთებით პროცესებთან, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ამიტომ ცილა უნდა მივიღოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა. გამოდის, რომ პირველ რიგში უნდა მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ცილა, რომ არ გვქონდეს ცუდი ქოლესტერინი მაღალი.

ჩვენ უნდა შევამციროთ სისხლის შედედების საშიშროება. ამისათვის პირველ რიგში არ უნდა დავუშვათ ორგანიზმის გაუწყლოვნება, მეორე მივიღოთ ომეგა 3-ის შემცველი საკვები. ომეგა 3 ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, ამის გარდა ის ათხელებს სისხლს და ეწინააღმდეგება ანთებით პროცესებს. ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში იწვევს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რომელსაც ვერანაირი ანალიზი ვერ აჩვენებს, მაგრამ ეს ფაქტია. ამიტომ ვიკვებებით ცივ წყლებში მობინადრე და არა წყალსაცავში ხელოვნურად გამრავლებული თევზით, ან ვიღებთ ომეგა 3-ს საკვები დანამატებიდან.

ახალი მეცნიერული მონაცემები ქოლესტერინზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცუდი ქოლესტერინი არ არის საშიში!

ე. წ. ცუდი ქოლესტერინიც კი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ანეიტრალებენ სახიფათო ბაქტერიულ ტოქსინებს. ანუ ცუდი ქოლესტერინი ეხმარება ჩვენ იმუნურ სისტემას ებრძოლოს სახიფათო მიკროორგანიზმებს და შხამებს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა (60 წელს გადაცილებულ 68 ათას ადამიანზე) ქოლესტერინზე, კვლევა გამოქვეყნდა  British Medical Journal

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცუდი ქოლესტერინი – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები არ ზრდის ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკს და არ ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასევე დადგინდა, რომ ქოლესტერინს შეუძლია დაგვიცვას ისეთი ნევროლოგიური დაავადებებისაგან როგორიცაა ალცჰეიმერის სინდრომი და პარკინსონის დაავადება.

Facebook Comments