ცხიმისმწველი კოქტეილების რამოდენიმე რეცეპტი სახლის პირობებში.

ხშირ შემთხვევაში ცხიმი კი არ ნაწილდება მთელ სხეულზე, ძირითადად გროვდება სხეულის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე: მუცელზე, საჯდომზე და გვერდებზე, რაც მეტად არაესთეტიკურს ხდის ჩვენს სხეულს. რა თქმა უნდა შეუძლებელია ცხიმი მოიშორო ლოკალურად, რომელიმე კონკრეტული ზონიდან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ზედმეტი ცხიმი მოიშორო მთელი სხეულიდან, თუ გადახვალთ სწორ კვებაზე და დაიწყებთ ვარჯიშს. ამას თუ დავამატებთ ცხიმისმწველ კოქტეილებს, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გაეცნობით, მაშინ შედეგი გარანტირებული გექნებათ.

პროდუქტები, რომლებიც ეხმარება ცხიმის წვას.

ბევრი მათგანი აჩქარებს მეტაბოლიზმს, ზრდის ოფლის გამოყოფას და ზრდის გულისცემას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი საკვები. მოერიდეთ „ცუდ“ ნახშირწყლებს და ცხიმებს.

რძის პროდუქტები – შეიცავენ ვიტამინ D-ს, რომელიც აიძულებს ჩვენს უჯრედებს დაწვან მეტი ცხიმი.

წყალი – უზრუნველყოფს ბევრ ბიოქიმიურ პროცესს ჩვენს ორგანიზმში, რომლის გარეშეც არ გამოიყოფა მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტი – შლაკები. ნივთიერებათა ცვლის შენელება იწვევს გლუკოზის დონის შემცირებას სისხლში, რაც გამოიწვევს დაღლილობას და თავის ტკივილს.

წყლის დეფიციტის შემთხვევაში გახდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ორგანიზმი იწყებს წყლის მომარაგებას, რისგანაც წარმოიქმნება შეშუპება. ცხიმი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და როდესაც ვიწყებთ გახდომას, პირველ რიგში გამოდის ზედმეტად მომარაგებული წყალი.

ცილები, ამინომჟავები – კუნთის საშენი მასალა. კუნთოვანი მასის ზრდასთან ერთად იზრდება ენერგიის ხარჯი არამარტო კუნთის მუშაობისას, არამედ დასვენების პერიოდშიც. თვითონ ცილის ათვისება ორგანიზმისთვის უფრო ენერგო ხარჯიანია, ვიდრე ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავება. საკვებად შეარჩიეთ უცხიმო ფრინველი და თევზი.

გრეიფრუტი – ხელს უწყობს ინსულინის და შიმშილის გრძნობის შემცირებას. რეკომენდირებულია ყოველი ჭამის წინ 30-40 წუთით ადრე 150 გრ წვენის, ან ნახევარი გრეიფრუტის მიღება.

მწვანე ჩაი – დღეში 5 ფინჯანი ჩაი წვავს 80 კალ. მართალია ეს არ არის ბევრი, მაგრამ თავის წვლილი შეაქვს ცხიმის წვაში, თანაც კარგია სიმსივნის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისთვის.

შვრია – უზრუნველყოფს ორგანიზმს უჯრედისით, რაც არ მისცემს გლუკოზის დონის შემცირების საშუალებას და აღარ მოგინდებათ რაიმე ტკბილის მიღება. გარდა ამისა, შვრია შეიცავს ბევრ ვიტამინს და ცილას.

უმი ბოსტნეული – ისინი არამარტო ვიტამინებს და უჯრედისს შეიცავენ, ასევე არიან ძალიან დაბალკალორიული. მათი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ კარგად დანაყრდეთ ისე, რომ არ გადააჭარბოთ კალორიების ლიმიტს.

ზეითუნის ზეთი – ესეც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ დაგეხმარებათ მუცელზე ცხიმის დაწვაში. ეს არის ჯანმრთელი მცენარეული ცხიმი. თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სალათაში.

დაბალკალორიული ხილი – (თითქმის ყველა ხილი, გარდა ბანანის და ყურძნისა) შეგიძლიათ წაიხემსოთ, რაც დანაყრების შეგრძნებას დატოვებს.

ცხიმისმწველები სახლის პირობებში: რეცეპტები.

1). სამკურნალო წყალი (სასის წყალი) – რომელიც აწყნარებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, გამოაქვს ზედმეტი სითხე, აჩქარებს მეტაბოლიზმს.

2 ლიტრი სუფთა წყალი (არ აიღოთ მინერალური წყალი, უმჯობესია წყაროს წყალი).
1 ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი
1 გათლილი და მრგვალად დაჭრილი კიტრი
1 წვრილად დაჭრილი ლიმონი
10-12 ფოთოლი პიტნა

ყველა ინგრედიენტს ვურევთ ერთმანეთში და ვინახავთ დოქით მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში. სასის წყალის ეს რაოდენობა უნდა მიიღოთ 1 დღე-ღამის განმავლობაში.

2). ნიახურის წვნიანი – ნიახური შესანიშნავი ცხიმისმწველია.

1 თავი კომბოსტო
2 ცალი გრძელი ტკბილი წიწაკა
4 პომიდორი
100 გრამი ნიახური და მწვანილი გემოვნებით
500 მლ ტომატი

ყველა ბოსტნეული წვრილად დაჭერით და დაასხით წვენი, გაზზე დადგით და მიიყვანეთ დუღილამდე. მაშინვე გადმოდგით 15 წუთით და შეგიძლიათ მიირთვათ. ეს წვნიანი შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და უმჯობესია ცივ მდგომარეობაში.

თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ წვნიანი გახდომისთვის თქვენი გემოვნებით. გამოიყენეთ ნებისმიერი კომბოსტო, ტომატი, პომიდორი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, მწვანილები, ნიახური, ნიორი, სოკო.

შვრია ხელს უწყობს ცხიმის წვას მუცელზე და შეგიძლიათ ჩაუმატოთ ცხიმის მწველ წვნიანებში.

3). ცხიმის მწველი კოქტეილები – კოქტეილები შეიცავენ პროდუქტებს, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლიზმს.
მათი მომზადება არ არის რთული. საჭიროა წვრილად დაჭრა და ბლენდერით დაქუცმაცება.

1. ლიმონი – პიტნის მსუბუქი კოქტეილი:

1 კივი
1 ლიმონის ნაჭერი
7 ტოტი პიტნა
100 მლ წყალი
თაფლი თქვენი სურვილით

2. გრეიფრუტის და ანანასის კოქტეილი:

4 ნაჭერი ანანასი
მეოთხედი გრეიფრუტი
250 მლ კეფირი
30 გრამი გოგრის თესლი
30 მლ ქოქოსის კარაქი/ზეთი
გრეიფრუტს კარგად მოაცილეთ კანი და კურკები, ყველაფერი შეურიეთ და დააბლენდერეთ.

3. კეფირის კოქტეილი სანელებლებით:

250 მლ კეფირი
1 მარილის კოვზით წითელი წიწაკა
ნახევარ – ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და იმბირი
კარგად დააბლენდერეთ და მაშინვე დალიეთ, უმჯობესია ძილის წინ.

4. ტკბილი კოქტეილი:

250 მლ წყალი
1 ჩაის კოვზი თაფლი
1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
ერთი დარიჩინის ჩხირი
ეს კოქტეილი კარგია მიიღოთ დილით, მოგცემთ ენერგიას და კარგ განწყობას.

ეს კოქტეილიები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მცირე საკვების მიღება. ისინი გიქმნიან კარგ განწყობას, გაწვდიან ვიტამინებს და არ შეიცავს ზედმეტ კალორიებს.

იმისათვის რომ შექმნათ თქვენი საავტორო ცხიმის მწველი კოქტეილი, გამოიყენეთ 1 წვნიანი და 1 მკვრივი ხილი. დამატებითი პროდუქტები: სანელებლები, თხილეული, მწვანილი, ყინული, წყალი, იოგურტი, კეფირი, რძე, იმბირი, სელის თესლი. შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, წიწაკა, ისპანახი, სალათის ფურცელი.

მთავარია ამ წვნიანებს და კოქტეილებს არ მიუდგეთ როგორც აკრძალვებს პირიქით, მიიღეთ მათგან სიამოვნება. ამასთან ერთად, თუ თქვენ დაკავდებით ფიტნესით – ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენს მუცელზე მცირდება ცხიმის რაოდენობა და წელი იღებს სასურველ ფორმას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება