შტანგის მოზიდვა ნიკაპთან ხელების ახლო მოჭიდებით.

ავარჯიშებს მხრებს და ტრაპეციებს.

ტექნიკა. დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, აიღეთ შტანგა ხელების ახლო მოჭიდებით. ოდნავ გადმოიხარეთ წინ. მოზიდვა დაიწყეთ მხრების აწევით და შტანგა ამოიტანეთ ნიკაპამდე ისე, რომ არ ჩართოთ ბიცეპსები. იდაყვები უნდა აწიოთ მაქსიმალურად ზევით, რათა დატვირთვა მოვიდეს ტრაპეციაზე. რაც უფრო განზე აიღებთ ხელების ჭიდს, მით უფრო დატვირთვა წინა მხრიდან გადავა შუა მხარზე და გამოითიშება ტრაპეცია.

სუნთქვა. აწევისას ამოსუნთქვა, დაშვებისას ჩასუნთქვა.

შეცდომები. არ დაიწყოთ მოძრაობა მაჯებით, არ მოზიდოთ ბიცეპსებით, მაშინ ნაკლებად იმუშავებს ტრაპეცია. არ მიახმაროთ ტანი.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ვარჯიშებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო აქ http://tidani.ge/?cat=1

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება