ანაბოლური სტეროიდები.


ანაბოლური სტეროიდები – ეს არის ფარმაკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც განასახიერებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერონს.

ანაბოლური სტეროიდები აჩქარებენ უჯრედში ცილის სინთეზს, რასაც მოყვება კუნთოვანი ქსოვილის ჰიპერტროფია (ამ პროცესს ეწოდება ანაბოლიზმი). სწორედ ამის გამო ამ პრეპარატებს ფართოდ მოიხმარენ ბოდიბილდინგში.

ანაბოლურ სტეროიდებს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარების დროს. იმავე ბანაკებიდან გათავისუფლებული გამოფიტული ადამიანების სამკურნალოდ და ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის მიზნით სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ ანაბოლურ სტეროიდებს.

ტესტოსტერონის ანაბოლური თვისებების გამოყენება 1940-იან წლებში დაიწყეს საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. კერძოდ აღმოსავლეთ გერმანიაში სტეროიდები გამოიყენეს ძალოსნების შედეგების გასაუმჯოსებებლად. ამის საპასუხოდ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნაკლებად ანდროგენული აქტივობის მქონე სტეროიდი მეტანდროსტენოლონი, რომელსაც 1958 წლიდან გამოიყენებდნენ ბოდიბილდინგში და სხვა ძალისმიერ სპორტშიც.

თავდაპირველად სტეროიდს იღებდნენ მცირე დოზებით, ექიმის დანიშნულებით. შემდგომში დადგინდა, რომ ვინც სტეროიდებს იყენებდა გადამეტებული დოზით დაეწყო სათესლე ჯირყვლების ატროფია და პროსტატის ჰიპერტროფია.

1976 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალა ანაბოლური სტეროიდების გამოყენება სპორტში, რითაც დასრულდა ლეგალურად სტეროიდების გამოყენება. 10 წლის შემდეგ შეიმუშავეს სპეციალური ტესტი ანაბოლური სტეროიდების შარდში აღმოსაჩენად.

ანაბოლური სტეროიდების ეფექტი.

ანაბოლური სტეროიდების ეფექტი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ანაბოლური და ანდროგენული.

ანაბოლური ეფექტები:

კუნთოვანი მასის მნიშვნელოვანი ზრდა (5-10კგ თვეში).
ძალის მომატება.
გამძლეობის და შრომისუნარიანობის ზრდა.
სისხლში ერითროციტების გაზრდა.
ძვლოვანი ქსოვილების გამაგრება.
ცხიმის მარაგის შემცირება.

ანდროგენული ეფექტი:

მასკულინიზაცია და ვირილიზაცია (ქალებში მამაკაცური თვისებების გაძლიერება).
პროსტატის ჰიპერტროფია.
სათესლე ჯირყვლების ატროფია.
თმის ცვენა თავზე და ჭარბთმიანობა სახეზე და ტანზე.

აქედან ჩანს, რომ სტეროიდებს არ აქვთ მარტო ანაბოლური ეფექტი. დღეისათვის მიმდინარეობს ისეთი სტეროიდების კვლევა, რომლებიც ფლობენ მაღალ ანაბოლურ და მცირე ანდროგენულ ეფექტს. ამის მაჩვენებელს ანაბოლური ინდექსი ეწოდება. დღეისათვის ყველა ანაბოლური სტეროიდი ხასიათდება გამოკვეთილი ანდროგენული ეფექტით.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ანაბოლური სტეროიდების მოდიფიკაცია და ახლის ძიება, რათა გაიზარდოს პრეპარატების ანაბოლური ინდექსი და ხელი შეუშალოს სტეროიდის ესტროგენებში კონვერსიას.

კუნთოვანი მასის ზრდას ანაბოლური სტეროიდები განაპირობებენ შემდეგი მექნიზმებით:

ცილის სინთეზის დაჩქარება.
აღდგენისთვის საჭირო დროის შემცირება.
კატაბოლური ჰორმონების (კორტიზოლის და სხვ.) შემცირება.
ამცირებს ცხიმის უჯრედებს კუნთოვანი უჯრედების სასარგებლოდ.
აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას.
ანვითარებს კუნთის მეხსიერებას.

ანაბოლური სტეროიდების უკუჩვენებები.

კურსის დროს:

აღგზნებადობა და სტეროიდული მძვინვარება.
არტერიული წნევის მომატება.
აკნე.
მატულობს ლიბიდო.
ხასიათის ცვლილება.
სითხის შეკავება.
ხოლესტერინის დონის ამაღლება.
გინეკომასტია (მკერდის სარძევე ჯირკვალის კეთილთვისებიანი გაზრდა მამაკაცებში).
მასკულინიზაცია და ვირილიზაცია (ქალებში მამაკაცური თვისებების გაძლიერება).
ღვიძლის დაზიანება.
მიოკარდის ჰიპერტროფია.

კურსის შემდეგ:

ლიბიდოს დაქვეითება.
იმპოტენცია.
დამოკიდებულება.
სპერმის პროდუქტიულობის დაქვეითება.
უშვილობა.
სათესლე ჯირყვლების ატროფია და პროსტატის ჰიპერტროფია (გადამეტებული დოზისა და ხანგრძლივი კურსის შედეგად).
დეპრესია.

ამ უკუჩვენებების თავიდან არიდება შეიძლება, თუ არ გადავამეტებთ დოზებს და გამოვიყენებთ ინსტრუქციის მიხედვით.

მიუხედავად სტეროიდების უკუჩვენებების ფართო სპექტრისა, მათი გამოყენებით მიღებული ზიანი ორგანიზმისთვის გადაჭარბებულია. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან სწორად მოხმარება და ბოროტად გამოყენება. სტეროიდების ინსტრუქციით მოხმარების 95% შემთხვევაში არ იწვევს სერიოზულ გართულებას და უკუჩვენებას. 4% უკუჩვენებების შესაძლებელია გამოსწორდეს. როგორც ხედავთ გართულებების განვითარების რისკი მინიმალურია. ბოროტად გამოყენებაში იგულისხმება გადამეტებული დოზა და მოხმარების ხანგრძლივი კურსი.

უკუჩვენებების თავიდან აცილება.

არ გადააჭარბოთ დაშვებულ დოზას.
არ გადააჭარბოთ კურსის ხანგრძლივობას.
ნუ შეურევთ სხვადასხვა ანაბოლიკებს ერთმანეთთან.
ქალებმა საერთოდ არ უნდა გამოიყენონ სტეროიდები, ან აირჩიონ მაღალი ანაბოლური ინდექსის პრეპარატები.
არ გამოიყენოთ სტეროიდები 25 წლამდე.
გაიარეთ კურსის შემდგომი თერაპია კურსის მერე.
ეს რეკომენდაციები 1%-მდე დაიყვანს სტეროიდების უარყოფით ეფექტს.

მასის მომატებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=30

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება