8 რჩევა ხელების მასის მომატებისთვის.

22482783517f-300x230

1. აუცილებლად კარგად გაახურეთ ხელები ვარჯიშის დაწყებამდე, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება მიიღოთ ტრავმა და დიდი ხნით ვეღარ ივარჯიშოთ სრულფასოვნად. ამიტომ ნუ გამოტოვებთ ხელების ვარჯიშამდე გახურებას და აქცენტი გააკეთეთ იმ კუნთებზე, რომელიც უნდა ავარჯიშოთ.

2. ბიცეპსი და ტრიცეპსი პატარა კუნთების ჯგუფებია და ისინი იზრდებიან მხოლოდ დიდი კუნთების ჯგუფებთან ერთად. ანუ თუ თქვენ არ გაზრდით ფეხებს, ზურგს და მკერდს, თქვენ არ გაგეზრდებათ ბიცეპსი და ტრიცეპსი.

3. ბიცეპსი და ტრიცეპსი ავარჯიშეთ ერთად წყვილში, ბიცეპსზე და ტრიცეპსზე ვარჯიშების მონაცვლეობით შესრულებით. ეს იქნება ხელების ვარჯიშის იდეალური ვარიანტი. თანაც აუცილებლად დაიწყეთ ბიცეპსით და არა ტრიცეპსით, რადგან დაჭიმული ტრიცეპსი აღარ მისცემს ბიცეპსს წონის სრულფასოვნად აწევის საშუალებას.

4. გამოიყენეთ მძიმე ბაზისური ვარჯიშები, რომელიც უკეთესად ზრდის კუნთოვან მასას და ძალას, ბოლოს კი დაამთავრეთ პამპინგით.

5. ბიცეპსი იქნება უფრო დიდი და სრულყოფილი, თუ თქვენ განავითარებთ ბრახიალისს. ბრახიალისი არის კუნთი, რომელიც მდებარეობს ბიცეპსის ქვეშ ხელის გარეთა მხარეს. ბრახიალისისთვის ყველაზე კარგი ვარჯიშებია ჩაქუჩები და შებრუნებული ხელებით შტანგის აწევა.

6. ყველა ვარჯიშში და ყველა მისვლაზე კუნთები მიიყვანეთ საბოლოო გათიშვამდე.

7. კარგია თანდათანობით წონების გაზრდა, მაგრამ არა ტექნიკის ხარჯზე. შეასრულეთ ვარჯიში ნელა და აკონტროლეთ ტექნიკა, რათა არ ჩართოთ სხვა კუნთები, მხოლოდ ასეთი შესრულებით შეძლებთ ბიცეპსის გაზრდას.

8. მისვლებს შორის გააკეთეთ ხელების გაწელვები, რათა გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

მასის მომატებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=30

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება