პრესის არ ქონის 8 მიზეზი.

Kak-nakachat-press

1. თქვენ არ გყოფნით კუნთები. რაც უფრო დიდია კუნთები, მით უფრო სქელი ცხიმის ქვეშ გამოჩნდება პრესი.

2. თქვენ გენეტიკურად უფრო ხართ მიდრეკილი მუცელზე ცხიმის დაგროვებისკენ. მაშინაც კი, როცა გაქვთ კარგი რელიეფი ხელებზე და ფეხებზე, მუცელზე პრესი არ ჩანს. მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი წინააღმდეგობა, უბრალოდ თქვენ დაგჭირდებათ მეტი დრო მიზნის მისაღწევად.

3. თქვენ სვავთ წყალს არასაკმარისი რაოდენობით. ორგანიზმი შეაკავებს წყალს მისი არასაკმარისი მოხმარების შემთხვევაში. დალიეთ 10 ჭიქა წყალი დღის განმავლობაში. ცვლილებას დაინახავთ 2-3 დღეში.

4. თქვენ არ გყოფნით ძილი. ძილის უკმარისობა ზრდის კორტიზოლის დონეს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას.

5. თქვენ გჭირდებათ მეტი ნახშირწყლები. დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა სასარგებლოა ცხიმის წვისთვის, მაგრამ ხანგრძლივი დროით ნახშირწყლებზე უარის თქმით ნელდება მეტაბოლიზმი. ამის თავიდან ასაცილებლად კვირაში ერთხელ გააკეთეთ ნახშირწყლოვანი ჩატვირთვა.

6. თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ პრესს. გაუთავებელი პრესის ვარჯიშები არ ზრდის მუცლის კუნთს. მუცლის კუნთი არის მცირე ზომის და წვავს ცოტა კალორიებს. ყურადღება გაამახვილეთ უფრო სერიოზულ ვარჯიშებზე, მაგ. ჩაჯდომებზე.

7. თქვენ გაქვთ მუცლის პრესის სუსტი კონტროლი. მუცლის პრესი დაჭიმეთ არა მარტო ვარჯიშის დროს. მუცელი გქონდეთ დაჭიმული მთელი დღის მანძილზე, დროთა განმავლობაში ეს გადაგექცევათ ჩვევაში.

8. სტრესის მაღალი დონეც იწვევს კორტიზოლის დონის აწევას. ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

მუცლის პრესზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=35

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება