ჩვენს შესახებ

11027460_366487336875020_6126544604306485711_n (2)
ფიზიკური აქტივობა – ეს არის ის, რაც ასე აკლია თანამედროვე დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს. საოფისე სამსახური, კომპიუტერი, ტელევიზორი, კერძო ავტომობილი და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უშლის ადამიანებს იყვნენ სპორტულ ფორმაში. კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა კი ნიშნავს იყო უფრო ლამაზი და ამასთან ერთად ჯანმრთელიც.

1996 წლის 25 დეკემბერს თინათინ ალადაშვილმა და მისმა ძმამ ირაკლი კენჭოშვილმა ვერაზე, თარხნიშვილის 13-ში გახსნეს ფიტნეს ცენტრი „თიდანი“. ფიტნეს ცენტრის სახელი „თიდანი“ იშიფრება შემდეგნაირად: თი (ნათინი) – დამფუძნებელი თინათინ ალადაშვილი და დანი – დამფუძნებლის თინათინ ალადაშვილის მასწავლებლის, აღმოსავლეთ ევროპის აერობიკის და შეიპინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დანის საპატივსაცემოდ.

ფიტნეს ცენტრი „თიდანი“ უკვე 20 წელია ეხმარება თბილისელებს შეინარჩუნონ სპორტული ფორმა. ამ ხნის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში გაიხსნა „თიდანი“-ის 4 ფილიალი. ჩვენი ფილიალები მდებარეობს:

პეკინის გამზ. 36
პეკინის გამზ. 20
ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან
ჭავჭავაძის გამზ. 41, ვაკის პარკის პირდაპირ

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

• უფასო კონსულტაცია და ფიტნეს–გამოკვლევა

• ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა და კონსულტაცია სწორი კვების შესახებ

• წონისა და პრობლემური ზონების მიზანმიმართული კორექცია

• ხერხემლის ვარჯიშები

• კუნთების ჰარმონიული განვითარება – გამკვრივება

ჩვენ ფიტნეს ცენტრში თქვენ მიიღებთ მაღალი დონის კვალიფიციურ რჩევას ვარჯიშთან და კვებასთან დაკავშირებით, ასევე იგრძნობთ თავს ადამიანურ და სასიამოვნო გარემოში.

ველით ყველას, ვინც აირჩია ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უყვარს ვარჯიში.

ეს საიტი განკუთვნილია მათთვის ვისაც უყვარს ვარჯიში. აქ გაეცნობით ფიტნეს ცენტრ “თიდანის” სიახლეებს, ასევე მიიღებთ ინფორმაციას ფიტნეს სისტემა “თიდანის” შესახებ, რომლის შემქმნელი და ავტორი გახლავთ ფიტნეს ცენტრ “თიდანის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თინათინ ალადაშვილი.

რას გულისხმობს ფიტნეს სისტემა ‘’თიდანი’’?

ფიტნეს–სისტემა ‘’თიდანი’’ გულისხმობს სხეულის პრობლემური ზონების ინდივიდუალურ კორექციას. სისტემა ითვალისწინებს თქვენზე მორგებული სავარჯიშო კომპლექსის შედგენას. პროგრამის შედგენა ხდება სხეულის წონის, პარამეტრების, მასის ინდექსის, ჩონჩხის კონსტიტუციის, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ეტაპობრივად, შედეგების კონტროლისა და ანალიზის საფუძველზე, ხდება სავარჯიშო პროგრამების ცვლილება და დატვირთვის გაზრდა.

აქ ასევე ნახავთ სიმძიმეებით და ტრენაჟორებით ვარჯიშების სწორად შესრულების ტექნიკას, ფიტბოლით ვარჯიშებს, ვარჯიშებს ხერხემლისთვის, მოგცემთ რჩევებს დიეტის, სწორი კვების, სპორტული კვების დანამატების შესახებ.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება