საიდან იღებენ ენერგიას კუნთები.

ჩვენი კუნთები მუშაობენ მხოლოდ ატფ-ის ენერგიაზე. ნერვული იმპულსი ატფ-ს ხლიჩავს, ართმევს ფოსფატის ჯგუფს, შედეგად ვიღებთ ადფ-ს, ფოსფატის ჯგუფს და ენერგიას. ამ ენერგიას ვიყენებთ კუნთის შეკუმშვისათვის. ჩვენ ორგანიზმში ატფ-ის მარაგი არის ძალიან ცოტა, რომელიც გვყოფნის მხოლოდ 1-2 წამის განმავლობაში. ატფ-ის მოლეკულა არის მძიმე და ჩვენი ორგანიზმი ვერ იმარაგებს მას დიდი რაოდენობით, სხეულს საწვავის სახით ურჩევნია გლუკოზის, გლიკოგენის და ცხიმის მომარაგება. ამიტომ ჩვენ მუდმივად გვჭირდება ატფ-ის რესინთეზი.

ატფ-ის რესინთეზის სხვადასხვა გზა არსებობს, რაც დამოკიდებულია რამოდენიმე პარამეტრზე:

1. რესინთეზის რეაქციის სიჩქარე

2. ქიმიური რეაქციისთვის ჟანგბადი (აერობული და ანაერობული გლიკოლიზი)

3. სხვადასხვა საწვავის მარაგები

დავუშვათ ჩვენ დავიწყეთ ძალისმიერი ვარჯიში შტანგით. პირველი 1-2 წამის მანძილზე ჯერ დაიხარჯება ის ატფ, რომელიც მომარაგებული იყო კუნთებში, ამის შემდეგ მუშაობაში ერთვება კუნთების ენერგიით მომარაგების კრეატინფოსფატური გზა. ჩვენ კუნთებში მომარაგებული გვაქვს ნივთიერება კრეატინფოსფატი, რომელსაც ფერმენტების დახმარებით გარკვეული რეაქციის შედეგად შეუძლია ატფ-ის რესინთეზი. კრეატინფოსფატის მარაგი ორგანიზმში 10-ჯერ მეტია, ვიდრე ატფ-ის და ის უკვე გვყოფნის 10-20 წამის განმავლობაში, თანაც ატფ-ის რესინთეზის რეაქცია ძალიან სწრაფია. ატფ-ის სწრაფი რესინთეზი გვჭირდება როცა ვვარჯიშობთ მძიმე შტანგით, ჩვენ სხეულს სჭირდება ბევრი ენერგია სწრაფად, კრეატინფოსფატი ასწრებს მოგვაწოდოს ატფ-ის ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამუშაოს შესრულებას. თუმცა 15-20 წამში კრეატინფოსფატის მარაგიც მთავრდება და მუშაობაში ერთვება ანაერობული გლიკოლიზი.

ჩვენ სისხლში გვაქვს გლუკოზა, ხოლო კუნთებში და ღვიძლში გლიკოგენი. როცა გვჭირდება ენერგია, ორგანიზმს შეუძლია დაშალოს ისინი ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე, გლუკოზის ერთი მოლეკულიდან მიიღოს ატფ-ის 2 მოლეკულა და რძემჟავა/ლაქტატი. ეს არის ენერგიის მიღების სწრაფი გზა, მაგრამ არაეკონომიურია, რადგან ვიღებთ ატფ-ის მხოლოდ 2 მოლეკულას, თან ამასთან ერთად წარმოიქმნება ლაქტატი, რაც იწვევს კუნთის წვას. ეს ენერგია ჩვენ გვყოფნის მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში.

როცა ვასრულებთ ნაკლებად ინტენსიურ სამუშაოს, ან ვვარჯიშობთ პატარა წონებით, ამ დროს აღარ არის საჭირო ატფ-ის სწრაფი მიწოდება კუნთისთვის და გაეშვება აერობული გლიკოლიზი. გლუკოზიდან მიღებულ  2 მოლეკულა ატფ-ს დაემატება ლაქტატიდან მიღებული კიდევ 36 მოლეკულა ატფ. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, სჭირდება დიდი დრო და ჟანგბადი. ენერგია გვყოფნის მანამ, სანამ გვაქვს გლიკოგენის მარაგი. როცა მთავრდება გლიკოგენი, რომელიც გვყოფნის დაახლოებით 40-60 წუთი. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ვარჯიშს, კუნთებს კვლავ დასჭირდებათ ენერგია, აქ უკვე ჩაერთვება ცხიმის მარაგები, რომელიც უზომოდ ბევრია ორგანიზმში. ამ დროს იწყება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა მიტოქონდრიებში, სადაც მიეწოდება ჟანგბადი და ვიღებთ 138 მოლეკულა ატფ-ს. ეს რეაქცია მიმდინარეობს ნელა და სჭირდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი.

თუ ჩვენ მოვუმატებთ ინტენსიურობას, ატფ-ის რესინთეზის რეაქციის სისწრაფე აღარ იქნება საკმარისი და ენერგიის გამომუშავება აერობული რეჟიმიდან გადაერთვება ანაერობულ რეჟიმში, ვეღარ მოესწრება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა, რადგან არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608
თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.



Facebook Comments