ფეხების მოხრა ტრენაჟორზე დაწოლილი.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია.

დაარეგულირეთ ტრენაჟორის ბერკეტი სასურველ სიმაღლეზე, შემდეგ კი დაწექით ტრენაჟორზე მუცელზე. მოათავსეთ ფეხები ბერკეტის ქვეშ (წვივების შუაგულიდან 10 სმ ქვემოთ) და მოკიდეთ ხელები სახელურებს. ყურადღება: ეცადეთ, რომ მუხლის კვირისტავები იყოს საყრდენის ქვევით, ჰაერში, რათა არ დავიზიანოთ მუხლი. ამავე დროს ბერკეტის ბრუნვის ღერძი უნდა ემთხვეოდეს მუხლის მოხრის ხაზს.

ტერფები წვივების პერპენდიკულარულია (ტერფების გაშლა მეტად ტვირთავს ბარძაყის კუნთებს), თავი დახრილი. ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

შესრულება. ამოსუნთქვაზე ასწიეთ ფეხები, შეკუმშეთ დუნდულები და ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები. ამ მოძრაობის შესრულებისას, ნუ აწევთ ბარძაყებს საყრდენიდან (თუ აწევთ მუხლებს ზევით, მეტად დაიჭიმება ფეხის კუნთები). ზედა პოზიციაში წამიერად შეყოვნდით.

ჩასუნთქვისას ნელა ჩამოწიეთ ფეხები საწყის პოზიციამდე. ქვედა წერტილში ბოლომდე არ ჩამოუშვათ ფეხები, რომ კუნთი დარჩეს დაძაბული, წამიერად შეაყოვნეთ მოძრაობა.

ვარჯიში იზოლირებულია, ჯობია გააკეთოთო ვარჯიშის ბოლოს, გამეორება 15 და მეტი გათიშვამდე.

გაფრთხილება: ზედმეტი წონა ხელს შეუშლის ვარჯიშის სწორ შესრულებას და შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა ან დაჭიმულობა.

მუშა კუნთებია: ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები- ბარძაყის ორთავა, ნახევრადმყესოვანი და თითისტარა კუნთი.

დამხმარე კუნთებია: წვივები

ვარიაციები: ვარჯიშის გაკეთება ასევე შეგიძლიათ ტერფებს შორის განტელით. კუნთების უკეთესი იზოლაციისთვის, ვარჯიში შეიძლება შესრულდეს ცალი ფეხით.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ვარჯიშებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო აქ https://tidani.ge/?cat=1

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.