ხელების მოხრა ბიცეპსით ქვედა ბლოკზე.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დადექით სახით ტრენაჟორისკენ ერთი ნაბიჯით უკან, დაიჭირეთ სახელური ხელისგულებით ზემოთ, გაიმართეთ, ბეჭები შეაერთეთ, მუხლები ოდნავ მოხრილი. შეინარჩუნე ბუნებრივი პოზიცია და სხეულის ზედა ნაწილი უმოძრაოდ. იდაყვები სხეულზეა მიბჯენილი და არ მოძრაობს მთელი ვარჯიშის განმავლობაში. რჩევა: მხოლოდ წინამხრები მუშაობს, მკლავის ნაწილი მხრიდან იდაყვამდე უძრავია (შეიძლება იდაყვების ოდნავ წინ წამოწევა, მოძრაობის ამპლიტუდა იზრდება). ეს იქნება თქვენი საწყისი პოზიცია.

შესრულება. ამოსუნთქვაზე შეკუმშეთ თქვენი ბიცეფსი, მოხარეთ ხელები მანამ, სანამ ბიცეფსი სრულად არ შეიკუმშება და სახელური არ ამოვა მხრის დონეზე. ზედა წერტილში დაძაბეთ კუნთები, წამიერად შეყოვნდით. ჩასუნთქვაზე ნელა ჩამოწიეთ ხელები საწყის პოზიციამდე. ხელებს ქვევით არ ვშლით ბოლომდე და არც ზევით არ ამოგვაქვს ბოლომდე. შეასრულეთ გამეორებების  საჭირო რაოდენობა 12 +.

შენიშვნა: შტანგის ბიცეფსით ამოწევისგან განსხვავებით, სადაც დატვირთვა საწყის და ბოლო წერტილში ნაკლებია, ვიდრე შუაში, ამ ვარჯიშში დატვირთვა ბიცეფსებზე მუდმივია ყველა წერტილში, ნაკლები დატვირთვაა სახსრებზე და მყესებზე.

ვარიაციები: შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ვარჯიში EZ ღერძით, ან თოკით (დატვირთვა გადმოვა ბიცეპსის შიდა თავზე), ან ცალი ხელით.

მუშა კუნთებია: ბიცეფსები

მსგავსი ვარჯიშები: ხელების მოხრა შტანგით ხელში.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ვარჯიშებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო აქ https://tidani.ge/?cat=1

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.