როგორ ავიცილოთ თავიდან სავარჯიშო პლატო.

სავარჯიშო პლატოს ეძახიან სპორტსმენის მდგომარეობას, როდესაც ჩერდება კუნთოვანი მასის, ძალის, გამძლეობის ან სხვა მაჩვენებლების ზრდა. სავარჯიშო პლატო დგება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ეჩვევა რეგულარულ, ერთი და იგივე ტიპის სავარჯიშო დატვირთვებს. როგორც დადგენილია, კუნთის ჰიპერტროფიას იწვევს ზედატვირთვები – დატვირთვები, რომლებიც წინა დატვირთვებს აჭარბებს.

ბოდიბილდინგში ასეთ ზედატვირთვებს აღწევენ წონების მუდმივი მომატებით.

ბოდიბილდერის სავარჯიშო პროგრამა მუდმივად უნდა იცვლებოდეს. თუ ეს არ მოხდა, ნახევარ წელიწადში დადგება სავარჯიშო პლატო და პარამეტრები გაჩერდება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი და იგივე სავარჯიშო პროგრამა არ უნდა გაგრძელდეს 6 თვეზე მეტ ხანს.

როგორ დავადგინოთ, რომ დადგა სპორტსმენის სავარჯიშო პლატო.

ბოდიბილდინგში სპორტსმენის სავარჯიშო პლატოს ძირითადი ნიშანია – კუნთოვანი მასის ზრდის შეჩერება. ძალოვან სამჭიდში – ძალის მომატების შეჩერება. ეს ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მაშინაც, როდესაც სპორტსმენი სწორად იკვებება, იღებს დანამატებსაც და აქვს კარგი ჯანმრთელობა.

ხშირად სავარჯიშო პლატოს გამომწვევი მიზეზია სპორტსმენის გადაღლა.

როგორ ავიცილოთ თავიდან სავარჯიშო პლატო.

1. შევცვალოთ სავარჯიშო პროგრამა.
2. შევცვალოთ კვების რაციონი უფრო კალორიულით.
3. მივიღოთ ვიტამინების და მინერალების კომპლექსი.
4. ვარჯიშებში შევიტანოთ შოკის მომგვრელი ზედატვირთვა.
5. მივცეთ კუნთებს მთლიანად აღდგენის საშუალება.
6. შემოვიღოთ მაღალ ინტენსიური ვარჯიში.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო https://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Leave a Reply