კუნთის ზრდა. დაგროვების და დაშლის თეორია.

კუნთის ზრდა მოცულობაში შესაძლებელია ჰიპერტროფიის (კუნთის ბოჭკოების გარშემოწერილობის ზრდა), ან ჰიპერპლაზიის (ბოჭკოების რაოდენობის ზრდა) ხარჯზე. ასევე შესაძლებელია ენერგეტიკული მარაგების (გლიკოგენის, კრეატინფოსფატის, წყლის და სხვ.) ზრდა. სამივე შემთხვევაში ჩვენ ვიზუალურად ვიზრდებით. როგორ მიმდინარეობს ცილის სინთეზი. ცილის სინთეზი – ეს არის პროცესი, როცა შენდება კუნთის ახალი ქსოვილები. წარმოიდგინეთ კუნთის უჯრედი, რომელსაც აქვს [სრულად ნახვა]

onolimpic

4 ფაქტორი, რომლის გარეშეც კუნთი არ იზრდება.

საუბარია ცილის სინთეზის ფაქტორებზე. ყველა ცილოვანი სტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობა არის ხანმოკლე. ჰომეოსტაზის მდგომარეობაში ცილის სტრუქტურების ანაბოლიზმის და კატაბოლიზმის პროცესები არის წონასწორობაში – ანაბოლიზმის პროცესი მიმდინარეობს მუდმივად, მაშინაც კი, როცა ადამიანი კომაშია, რადგან ცილის სინთეზი რომ არ ხდებოდეს, ის უბრალოდ დაიღუპებოდა. ჩვენი ვარჯიშით უნდა გავაძლიეროთ ანაბოლური და შესაბამისად შევანელოთ კატაბოლური პროცესები. თუ [სრულად ნახვა]

onolimpic

ატფ და ბოდიბილდინგი.

თუ დავაკვირდებით ცოცხალ ორგანიზმს დავინახავთ, რომ ის იღებს და ხარჯავს ენერგიას. ენერგიის საწარმოებლად ჩვენმა ორგანიზმმა, ისევე როგორც სხვა ცოცხალმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს მზა ორგანული ნივთიერებები საკვებიდან, ჩვენ არ შეგვიძლია ვიარსებოთ მათ გარეშე. ჩვენი მთავარი საკვები ნივთიერებებია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები (მაგალითად მცენარეებს ისინი არ სჭირდებათ, მათ შეუძლიათ მზის ენერგიის გამოყენება [სრულად ნახვა]

onolimpic

ნიშნავს თუ არა ვარჯიშის შემდგომი კუნთის ტკივილი კუნთის ზრდას?

ალბათ გაგიგიათ ცნობილი გამონათქვამი: No pain, no gain! არ არის ტკივილი, არ არის ზრდა. დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ კუნთების ზრდა განპირობებულია მათი მიკროტრავმებით, ანუ კუნთები ვარჯიშისგან იღებენ მიკროტრავმებს, აღდგენისას მიკროტრავმები ხორცდება და კუნთი მსხვილდება. აი სწორედ ამ ტრავმების შეხორცება ყოველი ვარჯიშის მერე უზრუნველყოფს კუნთის ზრდას. მიკროტრავმები იწვევენ კუნთის ტკივილს [სრულად ნახვა]

onolimpic

კუნთის ზრდის ფაქტორები.

შეგახსენებთ, რომ კუნთი შედგება უჯრედებისგან, ამ უჯრედებს ეძახიან კუნთის ბოჭკოებს, ხოლო ბოჭკოებში არის ორგანოიდები, ანუ ბოჭკოს შემადგენელი მიოფიბრილები – კუნთოვან უჯრედებში კონებად განლაგებული ძაფები, რომლებიც შედგება კუმშვადი ძაფისებრი ცილისაგან. მიოფიბრილების დამოკლებისა და გამსხვილების შედეგად ხდება კუნთოვანი უჯრედების და საბოლოო ჯამში კუნთის დამოკლება და გამსხვილება, ანუ შეკუმშვა. მიოფიბრილები იმდენად წვრილია, რომ [სრულად ნახვა]